FAQ's
მოცულობითი წყალგამაცელებელები არსებობს როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური დაერთებით, არისტონი, მაქსიმალური კომფორტისთვის მომხმარებლებს სთავაზობს Velis მოდელს, რომელიც ჰიბრიდულია და შეუძლია როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად დამაგრდეს
ელექტროენერგიის მოხმარების გაანგარიშების ფორმულა:
ელექტროენერგიის ღირებულება = სიმძლავრე (კვტ) x გამოყენების დრო (სთ) x ელექტრო ტარიფი
ქვემოთ მოცემულია 2 მომხმარებლის მიერ 2 ტიპის გამათბობლის მოხმარების მარტივი ილუსტრაცია.
სავარაუდო მაგალითები:
მომხმარებელი 1 და 2 – თითოეული იყენებს ცხელ წყალს 5 წუთის განმავლობაში
მომხმარებელი 3, 4 და 5 – თითოეული იყენებს ცხელ წყალს 3 წუთის განმავლობაში
სულ: ცხელი წყალი გამოყენებულია 19 წუთის განმავლობაში
ელექტროენერგიის ტარიფი (2019 წლის ოქტომბერი – დეკემბერი მდგომარეობით) – S$0.2507
ელექტროენერგიის მოხმარება:
მყისიერი წყლის გამაცხელებელი: 3,3kw x 19/60 x S$0.2507 = S$0.262
ცხელი წყლის ტემპერატურის შენარჩუნება: 1.5kw x 70/60 x S$0.2507 = S$0.439
ზემოთ მოცემული გაანგარიშება არ ითვალისწინებს სხვა ფაქტორებს, როგორიცაა წყლის გამაცხელებლის სიმძლავრე, აბაზანის მოხმარების სიხშირე ერთ მომხმარებელზე და ავზში წყლის ბუნებრივი ტემპერატურა.
მყისიერ წყლის გამაცხელებლში ცხელი წყლის აღდგენა მყისიერად ხდება
წყლის გამაცხელებლში ცხელი წყლის აღდგენის სიჩქარე იცვლება გამათბობლის სიმძლავრის მიხედვით.
საწყისი აღდგენის მაჩვენებელი:
a) შეყვანის ტემპერატურა = 25 °C ან 77 °F
b) ბანაობის ტემპერატურა = 42 °C ან 108 °F
აღდგენის სიჩქარე გალონი / საათში (მცირე სიმძლავრე – 1.5 კვტ)
= Andris2 / Andris Lux (1500) / 2.42x (108 – 77)
= 20 გალონი / საათში
= 1.3 ლიტრი / წთ
აღდგენის სიჩქარე გალონი / საათში (უფრო დიდი სიმძლავრე – 2.5 კვტ)
= Andris Slim (SL) / PRO1 R / PRO1 R Inox / PRO R Slim (2500) / 2.42 x (108 – 77)
= 33 გალონი / საათში
= 2.1 ლიტრი / წთ
ქვემოთ მოცემულია მარტივი ილუსტრაცია, თუ როგორ უნდა გაზომოთ და შეარჩიოთ სათანადო წყლის გამაცხელებელი.
დაშვებები:
ბანაობის ჩვეულებრივი ტემპერატურა = 40 °C
ცივი წყლის შეყვანის ტემპერატურა = 25 °C
TUV / SUD / PSB მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა = 77 °C
არისტონის მაქსიმალური ტემპერატურის პარამეტრი = 70 °C
გამათბობლის მაქსიმალური ტემპერატურის პარამეტრი = 60 °C
ცხელი წყლის ცივ წყალთან შერევისას საჭირო % გაანგარიშება:
[(შერეული წყალი) – (ცივი წყალი)] / [(ცხელი წყალი) – (ცივი წყალი)]
= [40 – 25] / [70 – 25]
= 15/45
= ნარევის 33% არის ცხელი წყალი (არისტონის გამათბობლისთვის)
შერეული წყლის ოდენობა 40ºC ტემპერატურაზე:
არისტონი (30 ლიტრი):
33/30 = 100 / x
x = 91 ლიტრი
არისტონი (50 ლიტრი):
33/50 = 100 / x
x = 152 ლიტრი
დაკალიბრების პროგრამიდან ვიგებთ, რომ ბანაობისთვის წარმოებული თბილი წყლის (40°C) ტემპერატურა დამოკიდებულია არა მხოლოდ ავზის ტევადობაზე, არამედ წინასწარ დარეგულირებულ ტემპერატურაზე.
თქვენი სახლისთვის წყლის გამაცხელებლის სწორედ არჩევისთვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი მითითებებით:
გამოყენების აღწერა / აბაზანისთვის: ნიჟარა შემოთავაზებული არისტონ მოდელი: Andris Lux 15, Andris2 15 სერია.
გამოყენების აღწერა / აბაზანისთვის: საშხაპე და ავზი შემოთავაზებული არისტონ მოდელი: Andris Lux 30, Andris2 30 სერია, PRO1 R 50H, Andris Slim (SL) სერია, PRO RS 30, PRO RS 40, PRO RS 56, PRO1 R Inox სერიები, PRO RS J სერია.
გამოყენების აღწერა / აბაზანაზე: აბაზანა და ავზი შემოთავაზებული არისტონ მოდელი: PRO1 R 80 H, PRO R S 80.
გამოყენების აღწერა / აბაზანისთვის: კუთხის აბაზანა და ავზი შემოთავაზებული არისტონ მოდელი: PRO R S 100.
წყლის გამაცხელებლის რუტინული პროფილაქტიკური მოვლა დაგეხმარებათ უპრობლემოდ ისარგებლოთ წყლის გამათბობლით მრავალი წლის განმავლობაში. ამისთვის გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რამდენიმე პუნქტი:
1. წყლის გამაცხელებლთან ახლოს არ შეინახოთ/დადოთ ბენზინი ან სხვა აალებადი და წვადი მასალები.
2. წყლის გამაცხელებლები მუშაობისას ხშირად გამოსცემენ შულის ხმას, თუნდაც ახალი იყოს იგი. თუ ასეთი შუილისა და ხმაურის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს პროფესიონალ სანტექნიკოსს ან ჩვენს სერვის ცენტრს, რადგან ეს ხმაური შეიძლება გამოწვეული იყოს გამათბობელი ელემენტით, რომელსაც გასუფთავება სჭირდება.
3. მაგნიუმის ანოდის დანიშნულებაა მაწანწალა გალვანური დენების განეიტრალება, რაც ხელს უშლის კოროზიას. ამიტომ, სასურველია Andris2 სერიის, SL / SL2 სერიის, PRO R Slim სერიის, PRO1 R SIN სერიის, PRO1 R Inox სერიისა და PRO RS J სერიის მაგნიუმის ანოდი რეგულარულად შევცვალოთ, მაგ. წელიწადში ორჯერ. ამ მომსახურების უსასყიდლოდ მიღების მიზნით გთხოვთ, დარეკოთ ჩვენს სერვისცენტრში.
ქვაბის გარანტიის მოქმედების ვადის დაწყებისთვის აუცილებელია ჩატარდეს „პირველი სტარაპი“, რისთვისაც ჩვენმა სერვისცენტრის უფლებამოსილმა თანამშრომლმა უნდა განახორციელოს საცდელი ვიზიტი თქვენთან და შეამოწმოს სწორედ არის თუ არა პროდუქტი დაყენებული და მუშაობს თუ არა გამართულად.