როგორ შევარჩიოთ ქვაბი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს საჭიროებებს?
სწორად შერჩეული ქვაბი დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს და შეგიქმნით ყოველდღიურ კომფორტს. ამიტომ არისტონის სპეციალისტთან ერთად გაგაცნობთ, რჩევებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქვაბის არჩევისას.
ქვაბის სიმძლავრე
ქვაბის სიმძლავრე სახლის ზომისა და რადიატორების რაოდენობის შესაბამისი უნდა იყოს.
თუ ქვაბს დაბალი სიმძლავრე აქვს, შესაძლოა მან საკმარისად არ გაათბოს სახლი ან არ წარმოქმნას საკმარისი ცხელი წყალი. ასევე პირიქით, ძალიან მაღალი სიმძლავრის ქვაბი გამოიმუშავებს უფრო მეტ სითბოს, ვიდრე საჭიროა, შესაბამისად ხარჯავს ენერგიას, ზრდის გადასახადებს და აქვს მაღალი გამონაბოლქვი. ასე რომ, დარწმუნდით, რომ თქვენ სწორი სიმძლავრის ქვაბი შეაჩიეთ.
სახლის ფართობი
ზოგადად, რაც უფრო მეტი რადიატორები და სველი წერტილები გვაქვს, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ჩვენი ქვაბის სიმძლავრე. დიდი ბრიტანეთის გათბობის ქვაბების ინსტალატორების ასოციაციის შეფასებით, არსებობს გარკვეული მოთხოვნები, სახლის ოთხი ძირითადი კატეგორიისთვის:
-
- 15 - 18 kW სიმძლავრის ქვაბები - პატარა 1-2 საძინებლიანი სახლები (100 მ²-მდე)
- 24 - 28 kW სიმძლავრის ქვაბები - საშუალო 2-3 საძინებლიანი სახლები (200 მ²-მდე)
- 30 - 35 kW სიმძლავრის ქვაბები - დიდი 3-4 საძინებლიანი სახლები (300 მ²-მდე)
- 45 - 150 kW სიმძლავრის ქვაბები - სასტუმროს ტიპის, მრავალ საძინებლიანი სახლები (400 მ²-დან)
ყოველდღიური კომფორტი
როგორ გავიგოთ, რომელი ქვაბია ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი? თუ ჩვენ ქვაბს ვცვლით, კარგი დასაწყისი შეიძლება იყოს იგივე სიმძლავრის მოდელების ნახვა, როგორიც ძველი იყო. მაგრამ წლების განმავლობაში პირობები შეიძლება შეიცვალოს და გავლენა იქონიოს ჩვენს ჩვევებსა და საჭიროებებზე. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა ახალგაზრდა წყვილიდან იმ ოჯახად გადავიქცეთ სადაც ბავშვებია, ან პირიქით, ჩვენი შვილები შეიძლება გაიზარდნენ და სახლიდან წავიდნენ, ამიტომ აღარ არის საჭირო ყველა ოთახის ან მეორე აბაზანის გათბობა, რომელსაც ჩვენ თითქმის აღარ ვიყენებთ. ასე რომ, ყოველთვის კარგია ექსპერტებთან კონსულტაციის გავლა, რომელსაც შეუძლია ზუსტი შეფასება მოგცეთ.
ჩვენი ცხოვრების წესი
დღევანდელი ყოველდღიურობა მოითხოვს ცხოვრების ბევრად უფრო ხისტ რიტმს, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ, რაც ძალიან ართულებს სახლის მართვას. ასეთ პირობებში გათბობის სისტემის ჩართვის პროგრამირებაც კი შეიძლება რთული იყოს. საბედნიეროდ, დღეს ამ ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია ქვაბის ჩართვა-გამორთვა და ტემპერატურის რეგულირება მუშაობის ან მგზავრობის დროსაც კი. მაგალითად, Ariston NET- ის ახალი სერვისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ჩვენი გათბობის სისტემა სრული ავტონომიითა და სიმშვიდით. აპლიკაციის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია მთლიანად გავაკონტროლოთ ტემპერატურა სახლში, უბრალოდ სმარტფონის გამოყენებით და რამოდენიმე მოძრაობით თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალური კომფორტი მივიღოთ.